პროდუქტის ინტერაქციული ტური

ერთი პროექტი.
სრული სურათი.

ნახეთ კავშირები. მიჰყევით ვებგვერდის სანიმუშო პროექტს ოთხი გადაწყვეტილების გავლით.

გირჩევნიათ ვიდეო? ნახეთ ერთწუთიანი დემო

რას ნახავთ

ტური ვებგვერდის სანიმუშო პროექტს ოთხ ნაბიჯად გაჩვენებთ: გეგმა, გუნდი და დრო, ხარჯები, შედეგი; მონაცემები საილუსტრაციოა და კომპანიის რეალურ ანგარიშს არ უკავშირდება.

  1. გეგმა: კლიენტის მოთხოვნა პროექტად იქცევა: შეთანხმებული მოცულობით, პასუხისმგებლითა და ჩაბარების ვადით.
  2. გუნდი და დრო: ნახავთ, ვის აქვს დრო ამ საქმისთვის და როგორ უკავშირდება აღრიცხული დრო პროექტს.
  3. ხარჯები: საათები და პირდაპირი ხარჯები ერთად ითვლება და ჩანს, რა რჩება კომპანიის საერთო ხარჯებამდე.
  4. შედეგი: შემოსავალს მიღებულ და დარჩენილ თანხას შეადარებთ, სანამ შემდეგ ვალდებულებას აიღებთ.

სავარაუდო დრო: ოთხივე ნაბიჯს დაახლოებით 2 წუთი სჭირდება.

01 / 04

მოთხოვნა გეგმად იქცევა.

კლიენტს ვებგვერდი სჭირდება. შეათანხმეთ მოცულობა, მიუჩინეთ პროექტს პასუხისმგებელი და განსაზღვრეთ ჩაბარების ვადა.

PLYNTUMსამუშაო სივრცე / ვებგვერდის გაშვებან
პროექტის მიმოხილვავებგვერდის გაშვება
გრაფიკით მიდის
სამუშაოგუნდი და დროფინანსები
პასუხისმგებლობები და პროგრესი.
დავალებაპასუხისმგებელისტატუსი
მოთხოვნის შეთანხმებანდასრულდა
დიზაინის დამტკიცებაადასრულდა
ვებგვერდის აწყობაგმიმდინარეობს
შემოწმება და ჩაბარებანშემდეგი
საილუსტრაციო პროექტი · სანიმუშო მონაცემები

ინტერაქციული კონცეფცია საილუსტრაციო მონაცემებით. კომპანიის რეალურ ანგარიშს არ უკავშირდება.

რეალური ეკრანები

იგივე ნაბიჯები რეალურ პროდუქტში.

ეკრანები სადემო სამუშაო სივრციდან, სანიმუშო მონაცემებით, ისე, როგორც პროდუქტი დღეს გამოიყურება.

PLYNTUM-ის Client Work: დავალებების დაფები, თითო კლიენტზე თითო, აქტიური დავალებების რაოდენობით, პრიორიტეტის ნიშნებითა და ყოველთვიური, საპროექტო და საწარმოო დაფებით
Client Work: თითო კლიენტზე თითო დაფა. 28 აქტიური დავალება 10 დაფაზე, ერთ ადგილას.
კლიენტის დაფა PLYNTUM-ში: Northgate Hotels, სვეტები „გასაკეთებელი“, „მიმდინარე“, „განსახილველი“ და „დასრულებული“, ყოველ ბარათს პასუხისმგებელი და თარიღები აქვს
კლიენტის დაფა: გასაკეთებელი, მიმდინარე, განსახილველი, დასრულებული. ყოველ ბარათს პასუხისმგებელი და ვადა აქვს. ხედები: დაფა, სია, კალენდარი, კვირა, ვადები.
PLYNTUM-ის თანამშრომლები: რაოდენობა, თვის სრული სახელფასო ხარჯი გადასახადებითა და საპენსიოთი, განაწილება და თითო ადამიანის ხელფასი, სრული ღირებულება და საათობრივი განაკვეთი
თანამშრომლები: ხელფასი, სრული ღირებულება გადასახადებითა და საპენსიოთი და საათობრივი განაკვეთი, რომელიც ყოველი პროექტის ხარჯში შედის.
PLYNTUM-ის პროექტები: ექვსი პროექტის შეთანხმებული ღირებულება, მიღებული და დარჩენილი თანხა, თითო პროექტის გადახდისა და სამუშაოს სტატუსით
პროექტები: შეთანხმებული ღირებულება, მიღებული და ჯერ მისაღები თანხა თითო პროექტზე, სამუშაოს სტატუსის გვერდით.
PLYNTUM-ის გადახდები: მიღებული და მისაღები ჯამები, გადახდილის, მოლოდინისა და ვადაგადაცილებულის თანაფარდობა და გადახდების სია კლიენტების მიხედვით (თანხით, ვადით, გადახდის თარიღითა და სტატუსით)
გადახდები: მიღებული, მისაღები და ყოველი ინვოისის სტატუსი კლიენტების მიხედვით, ვადითა და გადახდის თარიღით.
PLYNTUM-ის დირექტორის დაფა: სექტემბრის საოპერაციო მიმოხილვა, თვის მოსალოდნელი შემოსავალი, საოპერაციო მარჟა, მისაღები თანხები და კვირის გადაწყვეტილება
დირექტორის დაფა: თვის მიმოხილვა, მოსალოდნელი შემოსავალი, საოპერაციო მარჟა და ის, რაც ამ კვირაში გადაწყვეტას ითხოვს.
საქმე. გუნდი. ფინანსები. ერთად.

გაიგეთ თქვენი პროექტი.
საქმიდან ხარჯამდე.

სცადეთ უფასოდ 7 დღით

შემდეგი პროექტი კარგი დასაწყისია.